Refund policy
საქართველოს კანონის „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ მე-13 მუხლის შესაბამისად, მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე, თქვას უარი ხელშეკრულებაზე და დააბრუნოს შეძენილი პროდუქცია 14 კალენდარული დღის განმავლობაში პროდუქციის მიღებიდან.
1. დაბრუნების პროცედურა
მოთხოვნის დასაფიქსირებლად მომხმარებელი ვალდებულია:
• შეკვეთების ისტორიის გვერდზე დააფიქსიროს დაბრუნების მოთხოვნა.
პროდუქციის დაბრუნების შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია:
• პროდუქცია დაუბრუნოს გამყიდველს ან მის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს დაბრუნების მოთხოვნის დაფიქსირებიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღის განმავლობაში;
• თავად დაფაროს პროდუქციის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი (ტრანსპორტირების) ხარჯი;
• პროდუქცია დააბრუნოს FEMMEA-ს ოფიციალურ მისამართზე;
• პროდუქცია სრულად დააბრუნოს ყველა თანდართულ დოკუმენტთან ერთად.
2. თანხის დაბრუნება
FEMMEA ვალდებულია, პროდუქციის დაბრუნების შესახებ შეტყობინების მიღებიდან მაქსიმუმ 14 კალენდარული დღის განმავლობაში, მომხმარებელს დაუბრუნოს გადახდილი თანხა.
FEMMEA-ს უფლება აქვს, თანხის დაბრუნება შეაჩეროს მანამ, სანამ:
• არ მიიღებს დაბრუნებულ პროდუქციას, ან
• არ მიიღებს პროდუქციის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს
თანხის ანაზღაურება განხორციელდება გადახდის იმავე საშუალებით, რომლითაც მოხდა გადახდა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მომხმარებელი სხვა მეთოდზე თანხმობას განაცხადებს.
3. გამონაკლისები
მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე და უპირობოდ დააბრუნოს პროდუქტი შემდეგ შემთხვევებში:
• პროდუქციის ფასი დამოკიდებულია ფინანსურ ბაზარზე არსებულ ცვლილებებზე, რომელსაც FEMMEA ვერ აკონტროლებს;
• პროდუქცია დამზადებულია მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით;
• პროდუქცია მალფუჭებადია ან აქვს მოკლე ვარგისობის ვადა;
• მიწოდებულია ჰერმეტულად დაცული პროდუქცია (მაგ. კოსმეტიკა, სუნამო), რომლის ჰერმეტულობა დარღვეულია — გატესტვის ან სხვა მიზეზის გამო ასევე ჯანმრთელობისა და ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო;
• პროდუქცია მიწოდების შემდეგ განუყოფლად შეერწყა სხვა პროდუქტს;
• დალუქული აუდიო/ვიდეო ჩანაწერი ან პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის ლუქი დარღვეულია;
• ჟურნალ-გაზეთები და პერიოდული გამოცემები;
• საჯარო აუქციონის გზით შეძენილი პროდუქცია;
• ციფრული შინაარსი, რომელიც მიეწოდა არამყარი მატარებლით მომხმარებლის წინასწარი თანხმობით;
• 30 ლარამდე ღირებულების პროდუქცია.
4. დაზიანებული ან არასწორი პროდუქცია დაბრუნების ხარჯებს სრულად ფარავს FEMMEA.
დაბრუნების ხარჯებს სრულად ფარავს FEMMEA.